ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი 100 ათასი ხელმოწერა 11-მა კადიდატმა შეაგროვა. შესაბამისი განცხადება ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლაი ლოზოვიკმა გააკეთა.
"პირველ ადგილზე ჯერ-ჯერობით მომქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოა, რომელმაც ცესკო-ში 1 მილიონ 100 ათასი ხელმოწერა შემოიტანა", - განაცხადა ლოზოვიკმა.
შემდეგ მოდიან ოპოზიციის წარმომადგენელი, მწერალი ვლადიმერ ნეკლიაევი, ბელორუსის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ანდრეი სანნიკოვი, გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ცნობილი ეკონომისტი იაროსლავ რომანჩუკი. მათ ცესკოში 150-120 ათასი ხელმოწერები წარადგინეს.
სხვა პრეტენდენტებს კი 105 ათასიდან 120 ათასამდე ხელმოწერები აქვთ წარდგენილი.
ბელორუსის პრეზიდენტობისთვის კენჭისყრას ასევე აპირებენენ: მეწარმე ვლადიმერ პროვალსკი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ალეს მიხალევიჩი და ნიკოლაი სტატკევიჩი, ბელორუსის სახალხო ფრინტის თავმჯდომარის მოადგილე გრიგორი კოსტუსევი, ბიზნესმენი დიმიტრი უსი, მცირე და საშუალო ბიზნესის ასიციაციის ხელმძღვანელი ვიქტორ ტერეშენკო, ოპოზიციის აქტივისტი ვიტალი რიომაშევსკი.
ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით. რიგი კანდიდატების ხელმოწერებთან დაკავშირებით არსებობს "გარკვეული შეკითხვები" და კომისიას "მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა მოუწევს ხელმოწერების ნადვილობის გადასამოწმებლად".
შეგახსენებთ, რომ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები 19 დეკემბერს გაიმართება.