დღეს, 30 ოქტომბერს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონს ეწვევა და მოსახლეობას შეხვდება.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი გლეხებსა და ფერმერებს სამინისტროს მიერ განხორციელებული ახალი პროგრამის შინაარსს გააცნობს.
პროგრამა გულისხმობს, გლეხური და ფერმერული მეურნეობების ჰიბრიდული, გვალვაგამძლე და მაღალმოსავლიანი სიმინდის თესლით უზრუნველყოფას.