დღეს, 30 ოქტომბერს, ბათუმში საერთაშორისო ბიოფორუმი დასრულდება. "ბიოპროდუქციისა და ბიომრავალფეროვნების საერთაშიროსო ფორუმი და აგრო-სასურსათო პროდუქციის გამოფენა" აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით იმართება და მისი მიზანი ბიოპროდუქციისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში არსებული ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება და აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციაა.
ფორუმის მიზანს წარმოადგენს ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და კავშირების დამყარება.
ბიოფორუმი 29 ოქტომბერს გაიხსნა.