დღეიდან, 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებული შეზღუდვების შერბილების კიდევ ერთი ეტაპი ამოქმედდა.
გარდა ამისა, შაბათ-კვირას მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი. ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.
ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.