საქართველოს პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს 20 მოქალაქე დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერი" საქართველოს უშიშროების სამსახურში არსებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სავარაუდოდ, საქართველოს 20 მოქალაქე ჯაშუშურ ქსელს ქმნიდა და საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციას აწვდიდნენ.