ავღანეთში სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკების დასამზადებელი ოთხი ლაბორატორია და 250 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკებია განადგურებული.
ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" რუსეთის ფედერაციის ფედერალური სამსახურის ნარკოტიკების კონტროლის ხელმძღვანელზე ვიქტორ ივანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ს და რუსეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოებმა აღნიშნული სპეცოპერაცია ერთობლივად განახორციელეს.