კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სახანძრო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ყოველდღიური სპეციალური, ხოლო მეხანძრეებს ცეცხლგამძლე საბრძოლო ტანსაცმელი შეუძინა. აღჭურვილობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კასპის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კასპელ მეხანძრეებს აღჭურვილობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ხაჩირაშვილმა და მისმა მოადგილემ ნუგზარ ნონიაშვილმა გადასცეს.
მეხანძრეებმა, რომლებსაც 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, სპეც. ტანსაცმელთან ერთად ახალი ლეიბები და პლედებიც მიიღე.
გარდა ამისა სამსახურმა სახანძრო მანქანების ავზის წყლით სწრაფი შევსების უზრუნველსაყოფად კი ახალი მოწყობილობა ე.წ. ,,პომპაც" შეუძინა.
კასპის სახანძრო დაცვის სამსახურმა მიმდინარე წელს 93 შემთხვევა გააუვნებელყო. ოპერატიული მუშაობისათვის გამგებელმა მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამგეობა ყოველთვის მზადაა სახანძრო სამსახურის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის.