ლაგოდეხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა აფენის თემში, მარიამ ცქიფურიშვილმა და ნათია გამეზარდაშვილმა, №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განხილული საკითხებს შორის იყო მაკულატურის შეგროვება - ჩაბარების და ახალგაზრდული სივრცის, იგივე მულტიფუნქციური ბიბლიოთეკის შექმნის საკითხი.
ცენტრის წევრებმა მოაწყეს მოსწავლეებისგან წამოსული იდეების განხილვა ახალგაზრდული კლუბის დიზაინთან და ფუნქციებთან დაკავშირებით.
უახლოეს ხანში ცენტრის წევრები საპროექტი წინადადებით რამდენიმე ფონდს მიმართავენ თემში მულტიფუნქციური ახალგაზრდული სივრცის მოწყობის მიზნით.