ორი ქვეყნის საზღვართან ახლოს, სამხრეთ და ჩრდილო კორეელმა ჯარისკაცებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროისთვის, სროლის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სამხრეთ კორეული საინფორამციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით ინციდენტი ორი ქვეყნის საზღვარზე, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან 118 კილომეტრის მოშორებით მოხდა. სააგენტოს ცნობით, პირველად ცეცხლი ჩრდილო კორეელმა ჯარისკაცებმა სამხრეთ კორეულ საგუშაგოს გაუხსნეს, რის შემდეგადაც სახმრეთ კორეელმა სამხედროებმა ცეცხლითვე უპასუხეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
ცნობისათვის, ბოლო პერიოდში, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბულია. მიზეზი კი ამა წლის 26 მარტს "ყვითელ ზღვაში" ჩაძირული სამხრეთ კორეული გემია. სამხრეთ კორეული და ამერიკული დაზვერვის მტკიცებით, ხსენებული ხომალდი ჩრდ. კორეულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოს გასროლით ჩაძირა, რასაც ოფიციალური ფხენიანი კატეგორიულად უარყოფს. გემის ჩაძირვის შედეგად 26 სამხრეთ კორეელი მეზღვაური დაიღუპა.
ამასთან, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყნაში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს ჩრდ. კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვიტისკენ მოუწოდა. 15 მაისს კი, ორი ქვეყნის საზღვართან სამხრეთ კორეულმა ხომალდმა ჩრდ. კორეული კატარღების მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ასევე, სამხრეთ კორეამ ჩრდილოელი მეზობლის საზღვაო ტრანსპორტისათვის ცოტა საკუთარი ტერიტორიული წყლები დაკეტა.