საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ავტომანქანის მინების დამუქებასთან, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია: ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ევროპულ ქვეყნებში არსებული შეზღუდვები, ავტომანქანის მინების დამუქებასთან დაკავშირებით და ასევე გავითვალისწინეთ მძღოლთა ინტერესები.
საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რომლებსაც მინები დამუქებული აქვთ ქარხნული წესით, ასევე უშუალოდ ავტომანქანების მწარმოებლების მიერ.
ევროპის ქვეყნებთან შედარებით დადგენილ იქნა შეზღუდვების საკმაოდ ლიბერალური სტანდარტები, კერძოდ: ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება დაუშვებელია, გვერდითი მინების დასაშვებია 40 პროცენტით. უკანა საქარე მინის დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შუეძლია ის დაამუქოს საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვით.
აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
ამასთანავე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან ძალაში შედის ცვილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას სავალდებულო ხდება უსაფრთხოების ღვედის გამოყენება. კერძოდ, მძღოლი და მის გვერდით მჯდომი მოქალაქის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისას მძღოლი ორმოცი ლარით დაჯარიმდება.