ხვალ, 15 თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლთან ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. აქციის ორნაგიზატორები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხალხის პრობლემებს არ უსმენს და მოსახლეობა ხვალ თავად მივა რიჟვაძესთან, რომ გააგონონ თავიანთი ხმა და გადადგეს.
მათი თქმით, აქციაზე იქნებიან, იპოთეკით დაზარალებულები, თვითდასაქმებულები, რომლებმაც მხოლოდ ერთჯერადი 300 ლარი მიიღეს ხელისუფლებისგან, ასევე "ოცნების ქალაქში" მცხოვრები და სოფელ წაბლანის მოსახლეობა.
წაბლანის მოსახლეობა ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძემ მთელი სოფელი მოატყუა. სტიქიით დაზარალებულებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და არ მოუგვარა.