რუსეთი დღეს მასშტაბურ ტერორისტულ აქტს გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რუსმა სამართალდამცავებმა პიატიგორსკში ტერორისტული აქტი აღკვეთეს.
სამართალდამცავების განცხადებით, ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ბოროტმოქმედების ორი წევრი უკვე ლიკვიდირებულია, დანარჩენი ოთხი კი დაკავებული.
სპეცოპერაციის შედეგების შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტს "ეფ-ეს-ბეს" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა მიაწოდა. მისი განცხადებით ტერორისტული დაჯგუფება დიდი რაოდენობით - 2000 კილოგრამი ტროტილის აფეთქებას გეგმავდა, რომელიც სამარშრუტო ტაქსში იყო დამონტაჟებული.
ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებმა იმ ადგილსაც მიაგნეს სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების სამარშრუტო ტაქსში ჩადება ხდებოდა.