ხვალ, 17 ნოემბერს, 12:00 საათზე, "ენერგო-პრო ჯორჯიაში" გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: "საქართველოს რეგიონების ენერგომომარაგება ზამთარში და მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი".
"ენერგო-პრო" ფლობს და ამუშავებს 11 ჰიდროელექტროსადგურს ჩეხეთის რესპუბლიკაში. აგრეთვე ფლობს ჰიდროელექტრო სადგურებს ბულგარეთსა და თურქეთში. ს.ს.E"ენერგო-პროს" ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება ამაჟამად შეადგენს დაახლოებით 300 მილიონ ევროს
საქართველოში "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფის პროექტი განხორციელდა ჩეხეთის ექსპორტ ბანკის მხარდაჭერით, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა. მის სპეციალიზაციას წარმოადგენს ექსპორტისა და ჩეხური კომპანიების უცხოური ინვესტიციების ფინანსური უზრუნველყოფა. 2002 წლიდან ჩეხეთის ექსპორტ ბანკი აფინანსებს "ენერგო-პრო" ჯგუფის საერთაშორისო საქმიანობას. "ენერგო-პროს" საინვესტიციო საქმიანობის მხარდამჭერია ჩეხეთის რესპუბლიკის ექსპორტის გარანტიის და დაზღვევის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში "ენერგო-პროსზ" და ჩეხეთის ექსპორტ ბანკის ინვესტიციების რისკის დაზღვევას.