ინდონეზიაში, ცოტა ხნის წინ ცუნამის შედეგად ათეულ ათასობით ადამიანი დაზარალდა, ამინდის გაუარესება სამაშველი სამუშაოების ჩატარებას კვლავ ხელს უშლის. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაახლოებით 300 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ძლიერი წვიმა და ზღვის მოქცევა მაშველებს ხელს უშლის სამუშაოები ჩაატარონ იმ დასახლებებში, სადაც სავარაუდოდ გადარჩენილი ადამიანები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ასეთი დასახლება 10-ზე მეტია.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანაში, მერაპის მთაზე მდებარე ვულკანმა კვლავ ამოფრქვევა დაიყო. შესაბამაისად ინდონეზიის ხელისუფლებამ უკან დაბრუნებული მოსახლეობის ევაკუაცია ისევ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, აღნიშნული ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში ცუნამი 7.7 მაგნიტუდიანმა მიწისძვრამ გამოიწვია, რომელმაც თავის მხრივ 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მასალის გამოყენების პირობები