„ოპოზიციამ უნდა აიღოს, თუ რამე მტკიცებულება გააჩნია, კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები გაყალბებებთან დაკავშირებით თუ ასეთი აქვთ, ჩადოს ჩანთაში და შემოვიდეს პარლამენტის შენობაში, ჩაერთოს კომისიაში“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას როგორ უნდა ჩაერთოს ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, იმ პირობებში, როდესაც იგი უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე.
„ თუ ოპოზიციას მართლა სჯერა თავისი განცხადების, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა, უნდა ჩაერთოს კომისიის მუშაობაში და ფაქტები წარმოადგინოს.
ადამიანი როდესაც გეუბნება, რომ არჩევნები გაყალბდა და შემდეგ უარს ამბობს ამის გადამოწმებაზე, რა შეფასებას იმსახურებს? ეს რას ნიშნავს?“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.