ნიკა მელიას მეათეხარისხოვანი შტაბი-ოთახის დაწვა "ქართული ოცნების" ინტერესებში შედიოდა? ის ამტკიცებს რომ ჩვენ დავუწვით ის შტაბი? ეგეთ სისულელეს არცერთი პარტია არ გააკეთებდა, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძე "ღამის კურიერის" ეთერში.
თალაკვაძის თქმით, მას კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ინტერესებში შედიოდა საარჩევნო კამპანიის დროს, მთავარი ოპონენტის, ერთ-ერთი რიგითი შტაბის დაწვა.
"გამოვლენილია დამნაშავე და არ ისჯება? ჩემთვის ცნობილია ერთი რამე, როდესაც მოხდა, მაშინვე გამიჩნდა ის კითხვები, რეალურად, იმ დროს, როდესაც გახურებული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ვის აწყობდა შტაბის დაწვა? რაღაც მეორეხარისხოვანი, ერთოთახიანი შტაბისა? არის საქმეები, რომელთა გახსნაც არის რთული, რადგან, ჯერჯერობით, არ არის გახსნილი, სავარაუდოდ, საკმარისი მტკიცებულებები ვერ შეგროვდა. ხანძრის შემდეგ მტკიცებულებების აღება შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, თუ ეს იყო დაგეგმილი და ეს იყო პროვოკაცია. მე არ ვამბობ ვისი მხრიდან, ხომ ხვდებით, ძალიან კორექტულად ვიქცევი. "ქართული ოცნება" არის საარჩევნო კამპანიაში, მისი მთავარი ოპონენტი მაგ დროს არის ნიკა მელია და ნიკა მელიას მეათეხარისხოვანი შტაბი-ოთახის დაწვა "ქართული ოცნების" ინტერესებში შედიოდა? ის ამტკიცებს რომ ჩვენ დავუწვით ის შტაბი? ეგეთ სისულელეს არცერთი პარტია არ გააკეთებდა”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.