"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ.
მიშა ბოლქვაძის თქმით, სწორედ კორუფციული გარიგებების შედეგია ის, რომ ამორტიზებულ ქუჩებს, მათ შორის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რეაბილიტაციას არ უტარებენ და გადახდილი თანხების მიუხედავად, შეკეთებას არ სთხოვენ.
მუნიციპალური სერვისების სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ქვაფენილიან ქუჩების მონიტორინგი მუდმივად ხდება და ოპონენტების ბრალდებას, კორუფციის შესახებ, აბსურდულს უწოდებენ.