დღეს, 29 ოქტომბერს 10:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ოზურგეთს ეწვევა.
მინისტრი გლეხებსა და ფერმერებს პირადად გააცნობს სამინისტროს მიერ განხორციელებული ახალი პროგრამის შინაარსს. პროგრამა გულისხმობს, გლეხური და ფერმერული მეურნეობების ჰიბრიდული, გვალვაგამძლე და მაღალმოსავლიანი სიმინდის თესლით უზრუნველყოფას.
შეხვედრას დაესწრებიან გურიის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე, მუნიციპალიტეტების გამგებლები და რწმუნებულები.
შეხვედრა გაიმართება ქ. ოზურგეთში, გურიის გუბერნიის სააქტო დარბაზში.