აჭარის მთავრობის წევრები მეოთხე თვეა მთავრობის შენობაში ცენტრალური შესასვლელიდან არ შედიან.
"ბათუმელელების" ინფომაციით, 2 ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ბათუმში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება, აჭარის მთავრობის წევრები მთავრობის შენობაში შენობის უკან მხარეს არსებული შესასვლელიდან შედიან.
ორი ნოემბრის შემდეგ აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.