60 წლის ასაკში, გულის შეტევით არგენტინის ექს-პრეზიდენტი ნესტორ კირხნერი გარდაიცვალა. ექს-პრეზიდენტი კალაფატეში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
დღეს, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, მთავრობის სასახლესთან, ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ექს-პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.
არსებული ინფორმაციით, კირხნერს ბოლო პერიოდში გულის პრობლემები აწუხებდა. სექტემბერში მას შესაბამისი ოპერაციაც გაუკეთეს.
შეგახსენებთ, რომ კირხნერი არგენტინის პრეზიდენტი 2003 -დან 2007 წლამდე იყო და სოციალური რეფორმებით გაითქვა სახელი. 2007 წლის შემდეგ არგენტინის პრეზიდენტი მისი მეუღლე კრისტინა ფერნანდესია - მეორე ქალი პრეზიდენტი ქეყნის ისტორიაში (ისაბელ პერონის შემდეგ).