აფხაზეთის მთავრობის გაფართოებული სხდომა დღეს, ქუთაისში გაიმართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია უძღვებოდა.
მთავრობის სხდომაზე ხუთი საკითხი, აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის 9 თვის შედეგების შეჯამება, ასევე აფხაზეთის კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ და აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა განიხილეს.
აფხაზეთის მთავარობის თავმჯდომარემ, იმერეთსა და აჭარის რეგიონებში დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მთავრობის წევრებთან ერთად მათი მოგვარების გზები განიხილა.
სხდომას სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იმერეთის მხარეში ლაშა მაქაცარია დაესწრო.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მხარის გუბერნატორს მადლობა გადაუხადა იმ მუშაობისათვის, რაც ამ რეგიონში დევნილთა კეთილდღეობისათვის კეთდება.
გიორგი ბარამია და ლაშა მაქაცარია მჭიდრო თანამშრომლობაზე და დევნილთა პრობლემების ერთობლივ გადაწვეტაზე შეთანხმდნენ.