პანდემიის პირობებში ქუთაისის მერია, სათვალთვალო ვიდეოკამერების შესაძენად 850 000 ლარის დახარჯვას აპირებს – მერიის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი გოგი წულაია აპროტესტებს.
"ეს არის უზნეობა, როდესაც იანვარში ჩათვლი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ეს დარჩა მარტო და ამაში ჩადებ მილიონს, კარგადაა საქმე. ბავშვებს, აუტიზმით დაავადებულებს 14 ათასი ლარი და ვიდეოკამერების დამონტაჟებას, რომ ჯარიმები ამკიდონ, 1 მილიონი. უნამუსოები ხართ“, - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი გოგი წულაია
გოგი წულაია ხელისუფლებას მოუწოდებს, თანხა სოციალური მიმართულებით დახარჯოს და უმუშევრად დარჩენილებზე იზრუნოს.