რუსეთში ტერაქტთა რაოდენობა ორჯერ მეტად გაიზარდა. ეს განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბასტირკინმა გააკეთა.
"მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე რუსეთში ტერაქტთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტადაა გაზრდილი", _ განაცხადა ბასტირკინმა.
მისივე თქმით, უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში აღინიშნება დარეგისტრირებული დანაშაულის რიცხვი, თუმცა "შემაშფოთებელია ის, რომ ამ დანაშაულებებში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ხვედრითი წონა გაზრდილია", _ აცხადებს ბასტირკინი.
მისივე თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის ტერიტორიაზე მომხდარი ტერაქტების რაოდენობა 11 დან 27 მდე გაიზარდა.
"19 % გაზრდილი ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულებები", _ აცხადებს კომიტეტის ხელმძღვანელი.
მასალის გამოყენების პირობები