საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე ბიზნეს ასოციაციის წევრ 10 კომპანიას, სტატისტიკური ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდებისთვის, სერთიფიკატს გადასცემს.
ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, სერთიფიკატები გადაეცემათ, პს ,,მობიტელს", შპს "კვარციტს", ს.ს. "მადნეულს", სს "საქკაბელს", შპს "საქართველოს რკინიგზას", შპს "ლუკოილ ჯორჯიას", შპს "ავერსი-რაციონალს", შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას", შპს „გუდვილის", სს „იბერია-რეფრეშმენტს.
ღონისძიება 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, (კოტე მარჯანიშვილის ქუჩა # 5, IV სართული, ოთახი# 406), გაიმართება.