პანდემია უძრავი ქონების ბიზნესისთვის მოუმზადებელი/მოულოდნელი გამოწვევა აღმოჩნდა. განსაკუთრებით ისეთი სექტორებისთვის, რომლებიც დიდ ფინანსურ რესუსრსს საჭიროებენ. შექმნილი მდგომარეობით უძრავი ქონების ბაზარი და შესაბამისად, დეველოპერული სექტორი საგრძნობლად დაზარალდა. ხელთ არსებული მონაცემებით, ბაზრის მოცულობა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონება 24%-ით, ხოლო ბათუმის 36%-ით შემცირდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ზაფხულში, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, უძრავი ქონების ბაზარს აღდგენის ნიშნები დაეტყო. დეველოპერებმა 22 600 ტრანზაქცა განახორციელეს. ჯამში 1.5 მლნ კვ/მ ფართობის მოცულობით 2020 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 30 700 ტრანზაქცია განხორციელდა.
ნელ-ნელა, პანდემიასთან ერთად, საჭირო გახდა ახალი/ალტერნატიული გზების ძიება. დეველოპერება მომხმარებლები ინოვაციური იდეების შეთავაზებით მოიზიდეს, როგორიცაა: ფინანსური შეღავათები, ფასდაკლებები და მარტივი გადახდის ალტერნატივები. 2020 წლის მესამე კვარტალში გაყიდვებმა ზრდა დაიწყო. ამას დაემატა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაც. შედეგად, ოქტომბერში ძველი საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების წილი საერთო გაყიდვებში 15%-ით შემცირდა, ხოლო ახალაშენებული საცხოვრებელი სახლების – 3%-ით გაიზარდა.
ცხადია, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ბაზარზე არსებულმა მოთხოვნებმა. დინამიკის შენელება შეუმჩნეველი არ დარჩენილა უძრავი ქონების პორტალებისთვისაც, რომლებზეც უძრავი ქონების გაყიდვა-გაქირავების შესახებ განაცხადებია განთავსებული. მაგალითისთვის Geolux.ge-ს მონაცემების მიხედვით, დღის განმავლობაში საიტს დაახლოებით 600-700-მდე ვიზიტორი ჰყავს. ეს ადამიანები პოტენციური მყიდველები ან/და დამქირავებლები არიან და საიტს სწორედ შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად სტუმრობენ. ბოლო 3 თვის განმავლობაში Geolux.ge-ზე ათასზე მეტი ახალი განცხადება განთავსდა. შეინიშნება მკვეთრი ცვლილება გასაქირავებელ უძრავ ქონებასთან მიმართებაში. კერძოდ, მსურველთა რაოდენობა 34%-ით შემცირდა, მიწოდება კი 73%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ფასებს, როგორც გასული წლის მარტში ვარაუდობდნენ, უძრავი ქონების ღირებულება მკვეთრად არ შეცვლილა. Geolux.ge-ზე განთავსებული ყველაზე იაფი ბინები თბილისში 18 000$-დან 30 000$-მდე მერყეობს, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული - 200 000$-დან 400 000$-მდე.