იაპონური კომპანია "ნისანი" გაყიდული 2,1 მილიონი ავტომობილის უკან გაწვევას აპირებს. მიზეზი ავტომობილების ძრავაში წარმოქმნილი პრობლემებია, რომლის შედეგადაც მოძრავი მანქანის ძრავა მოულოდნელად ჩერდება. ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები იუწყებიან.
"ნისანი" აპირებს უკან გაიწვიოს 9 მოდელის მანქანა, მათ შორის, პოპულარული "ჩუბე", "Mარცჰ" და "თიდა". უკან გაიწვევენ მანქანებს, რომლებიც დამზადებულები არიან იაპონიაში, აშშ-სა და კიდევ 4 სხვა ქვეყანაში, 2003-დან - 2006 წლამდე დროის მონაკვეთში.
"ნისანის" ოფიციალური პირების განცხადებით, ძრავის პრობლემის გამო ავარიების შესახებ მათთან შეტყობინება ჯერ არ შესულა.
ევროპაში უკან იწვევენ 354,170 "ნისანის" ავტომობილს, ჩინეთსა და ტაივანში - 194,409-ს, იაპონიაში - 834,759-ს, ხოლო აშშ-სა და კანადაში-762,000-ს.
კომპანია უკან გაწვეული მანქანების დაზიანებულ ნაწილებს უფასოდ შეაკეთებს.