"ლეიბორისტების" ლიდერის შალვა ნათელაშვილი განცხადებით, ხელისუფლება ახალ საპარლამენტო არჩევნებზე თუ არ წავიდა, "რევოლუცია, ანუ ხელისუფლების შეცვლა არასაარჩევნო გზით, გარდაუვალი იქნება".
ნათელაშვილის თქმით, ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს უგრეხს ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის გარეშე გაისტუმრებს უმანდატო ქვეყანაში.
"ქუჩაში უკვე ვართ. ბიძინა ივანიშვილი ისე ახლოს არის ჩვენთან, როგორც არასდროს. ამიტომ თუ ის არ წავიდა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რევოლუცია, ანუ ხელისუფლების შეცვლა არასაარჩევნო გზით, გარდაუვალი იქნება. ეს არ იქნება ოპოზიციის ბრალი, ტელევიზიის მუშაობის შედეგი ან ზეციური განგების ასახვა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.