ბათუმის მერიის მუნიციპალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ლელა ჩხაიძე ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
ლელა ჩხაიძის თქმით, ის სამსახურიდან 31 დეკემბერს გაათავისუფლეს, თუმცა ამის შესახებ თავად გუშინ გაიგო.
ჩხაიძე ჰყვება, ის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში შეამჩნიეს, აქციაზე იყო.
მას განუმარტეს, რომ შემცირება პანდემიის გამო მოხდა, თუმცა ის მხოლოდ ერთი თანამშრომელია, რომელიც მუნიციპალური სამსახურიდან, პანდემიის გამო გაათავისუფლეს.
ბათუმის მუნიციპალურ სამსახურს, "ოცნების" დეპუტატის რესან კონცელიძის შვილი არჩილ კონცელიძე ხელმძღვანელობს.