ამ დროისთვის, ინდონეზიაში, ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 311-ს მიაღწია. 300 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ცუნამის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მაშველებმა შეძლეს დაზარალებული 11 სოფლიდან გადარჩენილების გამოყვანა, თუმცა კვლავ რჩება 13 დასახლება, სადაც მაშველები ჯერ ჯერობით შესვლას ვერ ახერხებენ.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში ცუნამი 7,7 მაგნიტუდიანმა მიწისძვრამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. თავის მხრივ მწისძვრამ 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მასალის გამოყენების პირობები