ბელორუსმა თავის ისტორიაში პირველად ნატოს წევრ ლიტვასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმებით გათვალისწინებულია კოოპერაცია სამხედრო მომზადების, საჰაერო სივრცის კონტროლისა და სამხედრო მედიცინის საკითხებში.
"ჩვენ გადავდგით ისტორიული ნაბიჯი. პირველად ლიტვამ და ბელორუსმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს", _ განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნიავიჩენემ. ინფორმაციას ამის შესახებ "Dეუტსცჰე ჭელლე " ავრცელებს. მეზობელ ქვეყნებს 600 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვთ.
მართალია, ლიტვა და ბელორუსი სამხედრო სფეროში 2005 წლიდან თანამშრომლობენ, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა იმისა, რომ მათ ფორმალური შეთანხმება გააფორმეს.
"ჩვენ ერთ რეგიონში ვცხოვრობთ და ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს", _ აცხადებს რასა იუკნიავიჩენემ.
მასალის გამოყენების პირობები