პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარტია მოქალაქეების წევრებთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ქართული ოცნების პოზიციები უცვლელია.
როგორც მან მედიასთან ისაუბრა, ახალი არჩევნები არ განიხილება, პარლამენტი უკვე შეკრებილია და მუშაობს.
"ქართული ოცნების პოზიცია უცვლელია, რიგგარეშე არჩევნები ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია ჩვენი მხრიდან არ განიხილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის რეალობის ამსახველი, არის სიმართლე, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლების დაცვის, ის არის ლეგიტიმური, პარლამენტი შეიკრიბა, უკვე მუშაობს, პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია, სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ", - თქვა თალაკვაძემ.
რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს, მისი თქმით, ეს სასამართლოს პრეროგატივაა და პოლიტიკოსები ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.