რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მარცხენა თვალის ქვეშ დიდი სილურჯე უკრაინელმა ჟურნალისტებმა შენიშნეს.
როგორც ტელეკომპანია "TSN" იუწყება, უკრაინაში სტუმრად მყოფი რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი ცუდ განწყობაზე იყო და მარცხენა ღაწვზე სილურჯე ჰქონდა. კორესპონდენტებმა, უკრაინელ კოლეგა ნიკოლაი აზაროვთან შეხვედრისას, პუტინის სახეზე შესამჩნევი შეშუპებაც დააფიქსირეს.
უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრემიერი თვალის სილურჯეს გრიმით ფარავდა, თუმცა, ცუდი გრიმის გამო პუტინის ჩალურჯება ადვილად შესამჩნევი იყო.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ პუტინს გრიმი აქამდე არასდროს გამოუყენებია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსი ჟურნალისტები ამტკიცებენ, პუტინის გარეგნობასა და განწყობაში რაიმე საეჭვო არ შეიმჩნეოდა.
"TSN"-ის ცნობით, მოგვიანებით პუტინმა უარი თქვა გაზის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე და აეროპორტში გაემგზავრა.
ნიკოლაი აზაროვთან დაგეგმილი ვახშამიც ჩაიშალა.