მექსიკის შტატ ნაიარიტში, ერთ-ერთ ქალაქში, ავტოსამრეცხაოზე 15 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
მექსიკის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ, მათ 15 ადამიანის ცხედარი დახვდათ. სროლის შედეგად დაღუპულები არიან, როგორც ავტოსამრეცხაოს კლიენტები, ასევე მომსახურე პერსონალიც.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობები მექსიკაში მოქმედ ერთ-ერთ ნარკოკარტელს უკავშირდება.