2010 წლის ცხრა თვის განმავლობაში ანგლო-ჰოლანდიური კონცერნი "Royal Dutch Shell"-ის სუფთა მოგება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 26 პროცენტით, 13.337 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
იანვარ-სექტემბერში კომპანიის მოგება III კვარტალში 7 პროცენტით, 3.463 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
შემოსავალი 9 თვის განმავლობაში 36 პროცენტით 267.342 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 21 პროცენტით 90.712 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
კომპანიის კაპიტალურმა დანახარჯებმა მიმდინარე წლის III კვარტალში 10.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაშიც შედის ამერიკული კომპანია "East Resources Inc"-ისა და ავსტრალიური "Arrow Energy Ltd"--ის შეძენა.
მასალის გამოყენების პირობები