საქართველოს მთარობა იმდენად ეფექტური გახდა, რომ ქვეყანაში კვალვ ეკონომიკური ზრდაა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ჩNBჩ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"კრიზისმა ჩვენ დაგავზარალა, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები. ეს ყველაფერი 90%-ით ინვესტიციების დამსახურება. ინვესტიცებისთვის საქართველო არის უსაფრთხო ადგილია, სადაც ხანგძლივი პერსპექტივა გაქვს და საქმის კეთებაც ადვილია", - აღნიშნა სააკაშვილმა, რომელიც ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მაროკოს ეკონომიკური ფორუმიდან ჩაერთო.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი ქვეყანა იმდენად დააზარალა, რომ დღემდე პრობლემები აქვს, თუმცა არინ ქვეყნები, რომელობიც ამ კრიზის შედარებით ადვილად გაუმკლვდნენ.
"ასეთ დროს შესაძლებელია პოზიტიური სიგნალის მიღებაც. მაგალითად, ჩვენ გამოვიარეთ ფართომასშტაბინი სავაჭრო და ენერგო ემბარგო ჩვენი მთავრი პარტნიორისგან. ამან გვაიძულა დაგვეწყო ენერგიის ექსპორტი, მოგვეხდინა ვაჭრობის დივერსიფიცირება და კვლავ განვაგრძობთ ზრდას. ჩვენ გავხადეთ მთარობა იმდენად ეფექტური, რომ კვლავ მნიშვნელოვანი ზრდა გავქვს ქვეყანაში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მაროკოში ესწრება საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, სადაც 62 ქვეყნის 1000-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილებს.