ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. მათ ასევე შეატყობინეს, რომ დააჯარიმებენ, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან. შეტყობინებები გუშინ, 16 იანვრის საღამოს დაიგზავნა.
ბაკურიანში შესაძლოა დაიხუროს პარკები. აკრძალულია სათხილამურო ტრასების გამოყენება.