არაბთა გაერთიანებული ემურატების რას ელ ხაიმის ემირატის მმართველი შეიხი სარკ ბინ მუხამად ალ-კასიმი გარდაიცვალა. შეიხი ემირატს 60 წლის განმავლობაში მართავდა. კასიმი 90 წლის იყო და ბოლო თვე ჯანმრთელობის გაუარესების გამო სავადმყოფოში მკურნალობდა.
ემირატს საკუთარი ნაციონალური ფონდი Ras al Khaimah Investment Authority (RAKIA), გააჩნია რომლის კაპიტალიც 2 მლრდ. დოლარს შეადგენს.
2008 წელს Ras al Khaimah Investment Authority (RAKIA)-) -მ ინვესატიციების განხორციელება დაიწყო საქართველოშიც. კომპანიამ 155 მლნ. დოლარად ფოთის პორტის 100 %-იანი წილი შეიძინა, ხოლო 2009 წელს 1 მლნ. Dდოლარად ფოთის აეროპორტის 98 %-ის მფლობელი გახდა.
რას ელ ხაიმის ახალი მმართველი მისი შვილი 54 წლის საუდ ბინ ცარკ ალ-კასიმი გახდა.
შეიხის გარდაცვალების გამო ქვეყანაში ამ დროისათვის ერთთვიანი გლოვაა გამოცხადებული. დაშვებულია სახელმწიფო დროშები და ადგილობრივი ტელევიზიები სამგლოვიარო მუსიკას და ყურანის სურებს გადმოსცემენ.
ალ-კასიმების დინასტია ემირატებს 18 საუკუნიდან მართავს. რას ელ ხაიმის ეკონომიკა საგრძნობლად ჩამორჩება აბუ დამისა და დუბაის ეკონმიკა და მისი წილი ემირატების მთლიან მშპ-ში 1,5 %-ს შეადგენს.