28-29 ოქტომბერს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, 28 ოქტომბერს საკრებულო, ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების, სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების, ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შესრულების, სპორტის მუნიციპალური პროგრამების შესრულების, სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის შესრულების, ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შესრულების, კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შესრულების, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების შესრულების, ისტორიული უბნებისა დატურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შესრულების და კულტურის,სპორტისა და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შესრულების მესამე კვარტლის ანგარიშს მოისმენს.
29 ოქტომბრისათვის დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე კი სხვადასხვა პროგრამაში ცვლილებების შეტანა და ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სამარშრუტო ხაზებისა და მარშრუტების სქემის დადგენის შესახებ იმსჯელებენ.