დღეს, 28 ოქტომბერს, შიდა ქართლში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის 100 უნარშეზღუდული ადამიანი საჩუქრად ინვალიდის ეტლს მიიღებს. უნარშეზღუდულებს ეტლებს შიდა ქართლის გუბერნატორი და ორგანიზაცია "ქაუნთერფართის" ხელმძღვანელები გადასცემენ.
ინვალიდებს, რომლებმაც ეტლების მიღების თხოვნით გუბერნატორს ცოტა ხნის წინ მიმართეს, ზურაბ არსოშვილი პირადად შეხვდება და გაესაუბრება.
აქცია შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის ინიციატივით და შუამდგომლობით და ორგანიზაცია "ქაუნთერფართის" დახმარებით ხორციელდება.
"ქაუნთერფართის" მხრიდან შიდა ქართლის რეგიონთან თანამშრომლობა წლების წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაცია ინვალიდთა ეტლებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით, ტანსაცმლითა და სამედიცინო აღჭურვილობით რეგიონის საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და უნარშეზღუდულ ადამიანებს ეხმარება.