აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის. საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ, ეს ბოლო ინტერვიუ იქნება, - ამბობს პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პირველი არხისთვის მიცმულ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია დღეს 22:30 საათზე დაიწყება.
"მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის. მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ, ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა რაღატომ მოვდივარ? ესე იგი, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. თუ სწორად ვერ გავაკეთე, უკან რაღატო გავიქაჩო, ხომ? მარტივი თემაა. ერთადერთი, რაც ვთხოვე გუნდს, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. ყველაფერი ნახა ჩვენმა საზოგადოებამ, მას აქვს არჩევის საშუალება და მან ისწავლა არჩევა, ისწავლა კონტროლიც", - ამბობს ივანიშვილი