მოვესწრები იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“, - ამბობს პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პირველი არხისთვის მიცმულ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია დღეს 22:30 საათზე გავრცელდება.
"უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში "ქართულ ოცნებას" არაფერი მოუვა. ქართული საზოგადოება უკაცრავად და ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება. მოვესწრები იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს "ქართული ოცნება". 2024-ში ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე. ყველაზე განვითარებული და საინტერესო დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია", - განაცხადა ივანიშვილმა.