ხვალ, 28 ოქტომბერს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში "საქპატენტში" სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე (სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები) და საავტორო უფლებებზე დამცავი დოკუმენტების გადაცემის ცერემონია გაიმართება.
რეგისტრაციის და დეპონირების მოწმობებს კომპანიებს და კერძო პირებს საქპატენტის თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე საზეიმო ვითარებაში გადასცემს. საქპატენტი საპატენტო სიგელებს, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის დოკუმენტებს და საავტორო უფლებების დეპონირების დამადასტურებელ მოწმობებს ამჯერად 31 სუბიექტზე გასცემს.