ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ლიდერი უსამა ბინ ლადენი საფრანგეთს ემუქრება და აფრთხილებს, რომ აუცილებლად იძიებს შურს იმ კანონების მიღების გამო, რომლებიც, მისი აზრით, მუსულმანების ინტერესებს ზღუდავს.
აუდიომიმართვაში, რომელიც ფიჭურმა ტელეარხმა "ალ-ჯაზირამ" მიიღო, უსამა ბინ ლადენი აღნიშნავს, რომ შეშფოთებულია საფრანგეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალოს ჩადრის ტარება.
მისი თქმით, ნიგერში ტერორისტების მიერ ახლახან რამდენიმე ფრანგის გატაცების ფაქტი - "ეს არის პასუხი მუსულმანი ხალხის ინტერესების შეზღუდვის გამო".
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ქუჩებში ისეთი ტანისამოსის ტარებას კრძალავს, რომელშიც სახე მთლიანად დაფარულია. მათ კი, ვინც ამ კანონს არ დაემორჩილება, ჯარიმის სახით 150 ევროს გადახდა მოუწევთ.