ხვალ, 28 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის თემაზე სპეციალური სემინარი გაიმართება.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით მართავს სემინარს - "რა უნდა იცოდნენ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად".
სემინარი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურში.
სემინარი მიზნად ისახავს ქართველ მწარმოებლებს მიაწოდოს ინფორმაცია ახალი ხილისა და ბოსტნეულის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ახალი ხილისა და ბოსტნეულის მარკეტინგული სტანდარტები; სპეციფიკური მარკეტინგული სტანდარტები ციტრუსებისთვის; ევროკავშირის ჯანმრთელობის და ფიტოსანიტარული მოთხოვნები მცენარეებსა და
მცენარეულ პროდუქტებზე; მოთხოვნები სურსათის უვნებლობასა და ჰიგიენაზე.