თურქ ინვესტორებს აჭარაში კიდევ ერთი სამკერვალო ფაბრიკის გახსნა სურთ.
ამ მიზნით ინვესტორები უკვე შეხვდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ვაჟა ბოლქვაძეს, ხოლო შემდომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვივნენ და რეგიონში ტექსტილის განვითარების ტენდეციებს გაეცნენ.
ინვესტორ იაშარ აიდინის განცხადებით აჭარაში ტექსტილის დარგის მიმართ არსებული საინვესტიციო გარემო მიმზიდველია მათთვის და უახლოეს მომავალში დაიწყებენ ინვესტიციების განხორციელებას, სადაც სამასამდე ადამიანი დასაქმდება.
ფაბრიკა მამაკაცის პერანგებს გამოუშვებს და გასაღების ბაზარი თურქეთი იქნება. ინვესტორებმა მოინახულეს ბობოყვათისა და ხელვაჩაურის ტექსტილის ფაბრიკები.
ფირმა COBALT -ი, რომელსაც წარმოადგენენ ინვესტორები, სტამბულში ფუნქციონირებს. ის ძირითადად მამაკაცის პერანგებს, ჰალსტუხებს და შარფებს უშვებს. გააჩნიათ 40-მდე საკუთარი მაღაზია. ინვესტიციებისთვის ინვესტორებმა ჩაქვის, სოფ. ჩელტისა და ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონის ტერიტორიები შეარჩია. უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება მოლაპარაკება კონკრეტული გეგმის მიხედვით.