აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (ცენტრალური ბანკი) სავარაუდოდ მომავალი კვირიდან ამერიკის სახაზინო ობლიგაციების შესყიდვის პროგრამას გამოაცხადებს, რომელშიც ასობით მილიონ დოლარს ჩადებს. პროგრამა, სავარაუდოდ რამდენიმე თვეზე იქნება გაწერილი.
ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა სავარაუდოდ 500 მილიარდი დოლარის ობლიგაციებს გამოისყიდის და ეს პერიოდი 5 თვეს მოიცავს. ფედერალური სარეზერვო სისტემის სხდომა 2-3 ნოემბერს იგეგმება და მოსალოდნელია რომ რეგულატორები მიიღებენ გადაწყვეტილებას ახალი ინექციის ლიკვიდურობის შესახებ, თუმცა მასშტაბები და ობლიგაციების გამოყიდვის ტემპები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა არ ემხრობა შოკისა და თერაპიის სტრატეგიეს, რომელიც მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს გამოიყენებოდა. ამავე დროს ფედერალური სარეზერვო სისტემას ტოვებს უფელბასა და შესაძლებლობებს შემდგომშიც გამოისყიდოს ფასიანი ქაღალდები, კერძოდ, თუ ინფლაცია 2 პროცენტზე ქვევით დარჩება და პარალელურად უმუშევრობა კვალვინდებურად მაღალი იქნება. სხვა შემთხვევაში რეგულატორები თავიანთ პროგრამას შეაჩერებენ.
ძირითადი მიზანი, რომელსაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ისახავს სავარაუდოდ სახაზინონ ობლიგაციების გამოსყიდვა, რომლის დაფარვის ვადა 2-დან 10 წლამდე იქნება. არ გამოირიცხება რომ აშშ-ს ცენტრალური ბანკი ასევე გამოისყიდის უფრო ხანგრძლივვადიან ფასიან ქაღალდებსაც, მაგრამ მთავრობაში ამ მიმართულებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული ქმედების განხორციელება წამგებიანი იქნება.