2010 წლის 6 თვეში ამერიკულმა კომპანიებმა თითქმის ერთი მილიარდი დოლარი მოაგროვეს. თუმცა, ისინი ამ თანხებს კვლავწარმოებაში იშვიათად აბრუნებენ. შესაბამისად არ იზრდება ბიზნესი და თანამშრომლების საშტატო ერთეული უცვლელი რჩება.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody`s ინფორმაციით, კომპანიები უფრო დიდი მონდომებით ხარჯავენ თანხებს აქციების გამოსყიდვის მიმართულებით და ასევე შერწყმისა და გაერთიანების მიმართულებით.
2010 წლის 6 თვის მონაცემებით, აშშ-ს არაფინანსურმა სექტორმა 943 მილიარდი დოლარი შეაგროვა.
სააგენტოს ინფორმაციით ეს სახსრები საკმარისი იქნებოდა ერთი წლის განმავლობაში კაპიტალური დაბანდებებისთვის დივიდენდების გასაცემად და ნაშთად 121 მილიარდი დოლარიც დარჩებოდა.
"მიუხედავად ასეთი დინამიკისა ჩვენ მივიჩნევთ, რომ კომპანიები ახლა მოლოდინის რეჟიმში არიან და ელოდებიან ეკონომიკის განვითარების ნიშნების სტაბილურობას. შესაბამისად ისინი არ ახდენენ მოზიდული თანხების ხარჯვას, რომლის შესანარჩუნებლად საკმაოდ დიდი ძალები დაიხარჯა", - აცხადებენ სააგენტოში.