საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარმატებულ სტაჟიორებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცა. იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთთვიანი საბაზისო მომზადების კურსის დასრულება მათ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
კურსი 5 სექტემბერს დაიწყო და იგი ღია კონკურსის საფუძველზე 897 კანდიდატიდან შერჩეულმა 22-მა სტუდენტმა გაიარა.
ტრენინგების მიზანი სტაჟიორთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათთვის პროკურატურის სამუშაო სპეციფიკის გაცნობა იყო. კურსი, ძირითადად, პრაქტიკული საქმიანობის საკითხებს დაეთმო. სტაჟორები საფუძვლიანად გაეცნენ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსს, სამართლებრივი წერისა და ეფექტური კომუნიკაცის საკითხებს. ტრენინგის ფარგლებში გაიმართა იმიმიტირებული სასამართლო პროცესები....
გადამზადების კურსის წარმატებით გავლისთანავე კანდიდატები დაინიშნენ სტაჟიორებად. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი ისინი პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან.
სტაჟირების პროგრამა უზრუნველყოფს მაღალეფექტური კადრების მოძიებას, გადამზადებასა და პროკურატურის კვალიფიციური კადრებით შევსებას.