ცნობილი ამერიკელი მილიარდელი და ფინანსისტი ჯორჯ სოროსი კალიფორნიაში მარიხუნას ლეგალიზების კამპანიაში ერთ მილიონ დოლარს დებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "ტაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით კალიფორნიის შტატში მომავალ კვირას რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება და თუ ხალხი მხარს დაუჭერს მარიხუნას ლეგალიზებას, მათ უფლება მიეცემათ, 21 წლის ასაკის შემდეგ ნარკოტიკის შემცველი მცენარეების გაზრდის და შენახვის.
სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონის მიღება, როგორც შტატების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დამატებითი გადასახადების შეგროვების საშუალებას მისცემს.
ამასთან, სოროსი მიიჩნევს, რომ ახლა მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ამ შედარებით მსუბუქ კატეგორიას მიკუთვნებული ნარკოტიკის ბრუნვას უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე სარგებლის.
"მარიხუანის კრიმინალიზებამ ხელი ვერ შეუშალა მის შტატებში და სხვა ქვეყნებში გამოყენებას", - აღნიშნავს 80 წლის ჯორჯ სოროსმა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ-ში 2 ნოემბერს დაგეგმილ კონგრესის არჩევნებში პრეზიდენტ ბარაკ ობამას წინააღმდეგ 400-მდე მდიდარი ამერიკელი ფინანსისტი გაერთიანდა. თუმცა, ობამას მხარდამჭერად რჩება ცნობილი მილიარდელი ჯორჯ სოროსი.
როგორც სოროსი აღნიშნავს, ის მხარს უჭერს აშშ-ის ხელისუფლების რადიკალურ გადაწყვეტილებებს და მისთვის ბანკების ნაციონალიზაციაც კი მისაღები იქნება.