"ქართულ პარტიაში", სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადების გაკეთება გადაიდო. როგორც პარტიის ოფისში მისული ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, განცხადება სავარაუდოდ დღესვე, მას შემდეგ გაკეთდება, რაც სუბელიანს ადვოკატი შეხვდება.
როგორც ცნობილია, პარტიის ოფისში საგანგებო განცხადება 13:30 საათზე უნდა გაკეთებულიყო.
შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ოქტომბერს, გავრცელდა.
შსს-ს ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს შპს "გრანდის", შპს "ამოს", შპს "ვ.ვ. ოილის", შპს "ნეროს" თანამშრომლები.
არსებული ინფორმაციით, ვახტანგ სუბელიანი ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელია და სავარაუდოდ, ნავთობის ბიზნესში საქმიანობს.
ვახტანგ სუბელიანის დაკავება საბუთების გაყალბებასა და თაღლითობას უკავშირდება.